ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაშია დაბარებული. როგორც პარტიაში აცხადებენ, თარგამაძის უწყებაში დაბარება მისი მანქანის აფეთქების საქმეს უკავშირდება.

თარგამაძე საგამოძიებო უწყებაში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო დეპუტატმა.

 

ავტომობილის აფეთქების საქმეზე განზრახ მკვლეობის მცდელობისთვის დავით ხეჩუაშვილს ბრალი საქართველოს შს სამინისტრომ დაუსწრებლად 17 ოქტომბერს წარუდგინა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი