,,როდესაც ,,ქართული მარში” აპირებდა ბათუმში მარშის ჩატარებას, მე ღიად შევეწინააღმდეგე, რადგან ბათუმში ,,ქართული მარში”-ს ჩატარება არის ხიფათის შემცველი. ყარსის ხელშეკრულების გარანტორები თურქეთი და რუსეთი არიან. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ სიმართლე იყოს შევარდნაძის სიტყვები: ,,საქართველო გაყოფილი აქვთ რუსეთსა და დასავლეთს”. როგორც დავინახეთ, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს წაეღო აფხაზეთი და სამაჩაბლო (სააკაშვილის ხელით) ანუ რუსეთის წილი საქართველოს ტერიტორიაა. ეხლა არ ფიქრობთ ,რომ რუსეთს ვალდებულება აქვს, იგივე გააკეთოს და მიეხმაროს აჭარის გადაცემაში დასავლეთს? ბოკერია, რომელიც არის ორივე მხარის აგენტად შექმნილი, ატარებს ,,თურქულ მარშს”. გამოვიდნენ ქართველი პატრიოტები ამის წინააღმდეგ, მოხდა სულ მცირე, ან სულაც გაითამაშეს ეკრანებთან დაპირისპირება (როგორც კოდორში რუსთავი2-ის მეშვეობით), შემოვარდა თურქები აბსოლიტურად ლეგიტიმურად, (ყარსის ხელშეკრულება აძლევს ამის უფლებას) გაიხსენეთ რუსების მაგალითი (რუსეთის მოქალაქეების დაცვის ეგიდით შემოვარდნა ცხინვალში)”!

  ,,თურქული მარში”სწორედ ამიტომ შეიძლება დაერქმიათ ამ მარშისთვის. თურქებს აძლევს ლეგიტიმაციას შემოსაჭრელად საქართველოში, თურქეთის მოქალაქეების დასაცავად! როდემდე უნდა ვსწავლობდეთ საკუთარ შეცდომებზე ქართველებო? მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაკითხონ ,,თურქული მარში”-ს ორგანიზატორები! წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში ამერიკის ელჩს, რადგან მის გარეშე, ნაციონალი ბოკერია ნაბიჯს არა დგამს! შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ეს უკანასკნელიც ამერიკის ელჩის წნეხის ქვეშ იმყოფება! მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობის პატრიოტულ ნაწილს, მათ შორის ,,ქართულ მარშს”, პარალელურად ,,თურქული მარშისა”, ჩატარდეს ფართო მაშტაბიანი აქცია ამერიკის საელჩოსთან და არავითარ შემთხვევაში ბათუმში. სწორად მიმართული პრევენცია მოგვცემს დადებით შედეგს. დიდება ღმერთს!!!
პს: პარალელურად, მცოცავ ოკუპაციასთანაც დავაყენოთ ჯგუფები ლოზუნგებით “არა ოკუპაციას”, რომ 5-ე კოლონამ,  რომელიც მოქმედებს კგბ-ს დავალებით ვერ შეძლოს ეროვნული ძალების მონათვლა პრორუსულ ძალად! მხოლოდ ასე შევძლებთ ნიღბის გარეშე ეროვნულ ძალების დანახვას. მოწინააღმდეგეც უნდა გყავდეს დათვლილი და საკუთარი ძალებიც, რათა საკუთარი სამშობლოს თავისუფლება მოიპოვო და დაიცვა!” _ აცხადებს პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი. 

 
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი