,,კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევნების დანიშვნა 2018 წელს ჯობს, მაგრამ ვიღაცას უწევენ ანგარიშს და ამიტომ 2023 წლამდე გადადებენ. ის ვიღაცა ჭკვიანად თუ არ იქნება, მაშინ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

მაჟორიტარები გაააქტიურეს. აქაც ამბობენ, თუ ნაშთებს არ დამითმობთ, საერთოდ მაჟორიტარებსაც დავტოვებთო, ანუ, ტოტალურ შანტაჟზე გადავიდნენ.

მე ვურჩევ პრეზიდენტს (პირადადაც) – “ცუდადმოიქცეს. მიიღონ 2018 წელი და 2 მოსმენის შემდეგ, პრეზიდენტი გადადგეს. ამის შემდეგ მოქმედი კონსტიტუციით, საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, სავარაუდოდ, ადგილობრივის პარალელურად.

ამოცანა გვეკითხება, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, შემოდგომაზე, რა შედეგი დაიდება საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე (პაკეტურად)?!”,-წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი