,,1997 წლიდან   სააკაშვილი არის არასერიოზული,  გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის  საშიში პიროვნება.  მე ამას ვუწოდებდი მაშინ, როცა ჯერ კიდევ  მინისტრი  იყო და ვეუბნებოდი, რომ  საქართველო  ცოდოა ასეთი მინისტრების ხელში.  ყველაზე დიდი უბედურება ის არის,  რომ შევარდნაძემ დატოვა ის გუნდი, რომელი გუნდიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი.  მე ამას მაშინაც ვამბობდი და ვამბობ დღესაც. ასე, რომ სააკაშვილი ჩემთვის საინტერესო პიროვნება არ არის, მაგრამ სააკაშვილის უგუნებელყოფაა დანაშაული.

მე მაინც მთავარს შევეხები.  წავედი ქართველთა  მსოფლიო კრებაზეც  ასე  იყო დასათაურებული.  რუსთაველის თეატრში განაცხადა ორმა დიდმა პიროვნებამ _ ანზორ ერქომაიშვილმა და  რომან რურუამ, რომ უნდა ჩატარდეს ყოველ ქართველთა, საქართველოს  შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი.  როცა ლიეჟის ამბავი გავიგე, ვიფიქრე, რომ ან გვპარავდნენ იდეას ან კარგ საქმეს აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მტრები აკეთებდნენ ამას“ _განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრები’’-ს ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი