,,ჭკუით, ქართველებო!
ჭაბუა ამირეჯიბის ეს სისტემატური გაფრთხილება გამახსენდა, როცა ვუყურებდი 3 ათასი ნატოს ჯარისკაცისა და უამრავი ამერიკული სამხედრო საბრძოლო მანქანის დანახვით გახარებულ, მაგრამ ჭკუაარეულ ქართველთა სახეებს. რა სიკეთეს მოგვიტანს რუსეთის ცხვირწინ ნატოს ჯარისკაცების იარაღის ეს ჟღარუნი? მთლად გადავდექით ჭკუიდან და რუსეთთან საბრძოლველად მე-3 ომისთვის ვემზადებით?
შეგახსენებთ კართაგენის ისტორიას, რომელმაც მაშინდელ უძლიერეს რომის იმპერიასთან 3 ომი გადაიხადა. პირველი ომის შემდეგ კართაგენმა ვასალური სახელმწიფოები დაკარგა, მე-2 ომის შემდეგ საკუთარი ტერიტორიების ნახევარი დაკარგა და მე-3 ომის შემდეგ კი კართაგენიდან დარჩა მხოლოდ კართაგენის ნანგრევები!
რუსეთ-საქართველოს არაფორმალური პირველი ომის დროს ტერიტორიების 12% დავკარგეთ, მე-2 ომის დროს 2-ჯერ უფრო მეტი ტერიტორიები და გვაქვს შანსი, მე-3 ომის შემთხვევაში, საქართველოსაგან დარჩეს, სააკაშვილის ცნობილ სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, მხოლოდ „ქვების გროვა“.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ რომთან ბრძოლებში კართაგენს სარდლობდა ლეგენდარული ჰანიბალი, ქართველებს კი პირველ ომში სარდლობდა კიტოვანი, მე-2 ომში სააკაშვილი და მე-3 ომში უსარდლებს მარგველაშვილი, ან იზორია (ამაზე, ალბათ, ომის დაწყების წინ შეთანხმდებიან!). კიტოვანი, სააკაშვილი, მარგველაშვილი და იზორია, ჩვენი აზრით, ჰანიბალამდე ვერ გაქაჩავენ და ამიტომ უპრიანია, მე-2 ომის მსგავსად, რაც არ უნდა დაგვაძალოს მაკ კეინმა, მე-3 ომზე უარი ვთქვათ.
ჭკუით, ქართველებო!” _ აცხადებს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე. 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი