Home მსოფლიო გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებენ

გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებენ

22 second read
0
18

გერმანიის სპეცსამსახურები რუსეთს ევროპისა და აშშ-ის შორის ურთიერთობების სისტემატური გაუარაესების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ რუსული მედია გამომცემლობა Spiegel-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას გერმანიის ხელისუფლების ახალი ანგარიშის საფუძველზე ავრცელლებს.
დოკუმენტი გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურმა და კონსტიტუციის დაცვის სფეროში ფედერალურმა უწყებებმა ერთობლივად მოამზადეს.
გამომცემლობის თანახმად, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობს ევროკავშირის ქვეყნებში გავლენის მოხდენას, რათა “საზოგადოებრივი კონფლიქტები გაამწვავოს” და “აშშ-სთან მჭიდრო კავშირები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს”.
მოსკოვი მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულეს ევროკავშირის ქვეყნებმა ევროპაში დესტაბილიზაციისთვის ხელშეწყობაში, მათ შორის პოლონეთმა, ჩეხეთმა და ბულგარეთმა. აღნიშნული ქვეყნების ლიდერების განცხადებით, მოსკოვი ევროპაში დესტაბილიზაციას ლტოლვილების კრიზისის პროვოცირებით გეგმავს.

წყარო: pia.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In მსოფლიო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *