იმის გარდა, რომ უგემრიელესია, ამ საშობაო კექსს კიდევ ერთი „ჯადოსნური“ თვისება აქვს – მაცივარში 3-დან 6 კვირამდე ინახება და ამ ხნის მანძილზე, განუმეორებელ არომატს იძენს.
კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ანანასის ცუკატები – 150 გრ
თხილი, შავი ქლიავის და გარგარის ჩირი (კურაგა) – 50 გრ
წვრილად დაჭრილი ნუში – 25 გრ
კვერცხი – 2 ცალი
კარაქი – 125 გრ
თეთრი შაქარი – 75 გრ
ყავისფერი შაქარი – 25 გრ
ფქვილი – 125 გრ
გამაფხვიერებელი – ნახ. ჩ/კ
მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი და ჯანჯაფილი – გემოვნებით
შაქრის პუდრა გასაფორმებლად

მომზადების ეტაპები:

.

.

.

.

.

.

.

 

1. ჩირი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით. თხილი გახეხეთ ან გაატარეთ. ფქვილი გაცერით და მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
2. დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ და კვერცხები სათითაოდ დაუმატეთ. ათქვეფილ კარაქს და კვერცხს დაუმატეთ ფქვილოვანი მასა და კარგად აურიეთ.
3. ცომს ყავისფერი შაქარი, დაჭრილი თხილი, ჩირი და სუნელები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
4. ცომი ცხიმწასმულ კექსის ფორმაში გადაიტანეთ და 160 გრადუსზე, დაახლოებით, საათნახევარი აცხვეთ.
5. გაგრილებულ კექსს 25 გრ. გამდნარი კარაქი მოასხით და შაქრის პუდრა მოაფრქვიეთ. ამის შემდეგ საცხობ ქაღალდში ან ფოლგაში შეახვიეთ და მაცივარში შეინახეთ.
6. სუფრასთან მიტანამდე, საშობაო კექსი მაცივრიდან გამოიღეთ, ოთახის ტემპერატურაზე გაათბეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი