ღუდუშაურის კლინიკაში “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დასრულდა.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილმა სამართალდამცველებს დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გუგეშაშვილის ადვოკატმა დაკითხვის დეტალებზე ტელეკომპანია ,,იბერია”-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

“მან ზუსტად არ იცის მისი გვარი და სახელი. იცნობს მხოლოდ სახელით. რამდენჯერმე შეხვედრია. ზუსტად არ იცის ეს სახელიც ნამდვილად მისია თუ არა. სახეზე იცნობს და შეუძლია ამოცნობა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული ქილერი, რომელიც მას მიუგზავნეს. ის მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. ამოიღო იარაღი და სამზარეულოში ესროლა. გავრცელებული ხმები, რომ მის შვილს ხუთი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, ტყუილია. მის შვილსაც ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

მკვლელი მივიდა მასთან სახლში. მის შვილს ეძინა. ისაუბრეს. დოდო გავიდა სამზარეულოს გავლით საწოლ ოთახში და აიღო სიგარეტი, უკან მობრუნდა. ამ დროს დახვდა იარაღით ხელში ეს ადამიანი. დოდოს უკითხავს, შე გარეწარო, რას აკეთებო?! ამ დროს დამნაშავემ ისროლა… დოდომ იყვირა, ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია!

დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა რომ ის იყო ქილერი”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია და დოდო გუგეშაშვილმა მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი