,,იაგო ნებიერიძე, რომელიც დაკავებულია გორში მოკლული ბავშვის ბრალდებით, პირველად არ არის დაკავებული. 2004 წელსაც იყო დაკავებული არასრულწლოვან ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით და მშობლებისგან .ითხოვდა თანხას. იაგოს მამა ფარეხს უშენებდა იმ ოჯახს, რომლის ბავშვიც გაიტაცეს. იაგო ნებიერიძეს იცავდა ამჟამად პატიმრობაში მყოფი ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე. ზაქრო ბერძნიშვილი გაიტაცეს და ვერ იპოვეს საერთოდ.იაგო ნებიერიძე მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამრთლეს. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სასამართლომ გაამართლა.გატაცებული ბავშვი იყო 11 წლის” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი მამუნა ნოზაძე.

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის გამტაცებელი ცნობილი იყო, ზაქრო ბერძენიშვილის ასავალ-დასავალი დღემდე გაურკვეველია. როგორც ჩანს, არც გამოძიება მიმდინარეობდა სათანადოდ, ბავშვის ადგილსამყოფელი რომ აღმოეჩინა და ვერც მოსამართლე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯა. სავარაუდოდ, ნებიერიძეს დანაშაული შერჩა და წახალისებულმა, კიდევ ერთი ბავშვი იმსხვერპლა. ცხადია, იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ პასუხი, რომლებიც დანაშაულის წახალისებაში მონაწილებდნენ და იაგო ნებიერიძეს დაეხმარნენ, კიდევ ერთი მკვლელობა ჩაედინა.

თავად ნებიერიძე გორში ცხოვრობს. ზაქრო ბერძენიშვილის დეიდა კი ადვოკატი იზო რაზმაძეა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი