უამრავი არასწორი წარმოდგენა არსებობს მარხვის შესახებ. ბევრ ადამიანს მარხვა უბრალოდ საკვებისგან გარკვეული დროით თავშეკავება ჰგონია. ეს უფრო დიეტაა, ვიდრე მარხვა. საჭიროა ყველამ იცოდეს რა არის სინამდვილეში იგი. მარხვას მხოლოდ გამოქვაბულებში მცხოვრები რელიგიური ბერები ან მხოლოდ წმინდანები არ იცავენ. ბიბლიური მარხვა გახლავთ საკვებისგან თავის შეკავება სულიერი მიზნების გამო. მარხვა მუდამ იყო ღმერთთან ურთიერთობის განუყრელი ნაწილი. 34-ე ფსალმუნში ჩანს, თუ როგორ აძლიერებს და აახლოებს მარხვა უფალთან დავითს. მათეს სახარების მე-6 თავში, იესო გვიჩვენებს მოდელს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ უფლის შვილებმა. ეს მოდელი მოიცავს ქრისტიანის სამ ვალდებულებას: წყალობას, ლოცვასა და მარხვას. იესომ თქვა: „როცა მოწყალებას გასცემთ…“, „როცა ლოცულობთ…“, „როცა მარხულობთ…“. ის გვიჩვენებს, რომ მარხვა, ისევე, როგორც წყალობა და ლოცვა, ქრისტიანის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. მარხვას ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც ლოცვას და წყალობას.

ლუკა ხატიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი