პარტია “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას გამართავს. როგორც  ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობის წევრები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებენ.

ამასთან, სააგენტოს კითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცედურა დაიწყება თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე, მდინარაძემ განაცხადა, რომ “ამაზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება“.

უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში უკვე იკრიბებიან. შეხვედრა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

წყარო: Ipn

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი