ირაკლი ლატარია – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ანალიტიკური სამსახურის უფროსი:

_ ნიკა მელიამ ჩამოთვალა ამ ხელისუფლების დროს დაჭერილი ხალხი. მე არ მაქვს ინფორმაცია ვინ რატომ და როგორ დაიჭირეს, მაგრამ ყურში მომხვდა ერთი ადამიანის დაჭერა. ტაქსის მძღოლი უდანაშაულოდ დაიჭირესო.

მე მოვყვები ეხლა იმას, რაც ჩემს ძმაკაცს შეეხო და მე პირადად ვესაუბრე ტაქსის მძღოლს….

არ დავწერ ბევრს, მაგრამ ტაქსის მძღოლზე ვიტყვი. ჩემი მეგობარი 2007 -ში დაიჭირეს ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე, რომელიც იმ დღეს იყო სამჯერ დაზარალებული, ანუ – სამ სხვადასხვა საქმეში იყო ჩვენების მიმცემი და სამივეგან, ერთიდაიგივე ისტორია ჰქონდა მოგონილი, ვითომ დააყაჩაღეს და 600 ლარი წაართვეს. პირადად შევხვდი აღნიშნულ ,,აგენტს” და ვთხოვე, იქნებ ადამიანობამ გაიღვიძოს თქვენში, მამის ტოლა ხართ და ნუ გაწირავთ პატარა ბიჭს-თქო. მისი პასუხი იყო ასეთი:

ჩემს შვილს ჩაუდეს წამალი, გასაღების მუხლით დაიჭირეს და სამუდამო მიუსაჯეს. მე თუ რამდენიმე ასეთ საქმეზე მოვაწერ ხელს, ჩემს შვილს შეიწყალებენო.

ნიკა მელია და მისი გუნდი, როგორ ბედავს ხმის ამოღებას, როგორ?

ძალიან რთულია ამ ყველაფერს უსმინო და თავი არ იგრძნო ძალიან ცუდათ, მითუმეტეს, როდესაც შენი თვალით გაქვს ნანახი მათი სიბოროტეები.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი