„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ირაკლი ჩხვირკია პარტიიდან გარიცხა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ჩხირკვიას მიერ ბათუმის მოვლენებისას გაკეთებული განცხადებები პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო.
ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

ირაკლი ჩხვირკია ერთ-ერთი იყო, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციის დროს ქალაქში ჩავიდა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა, საზოგადოებასაც სოლიდარობისკენ მოუწოდა. ასევე მისი მხრიდან გაჟღერებული იყო მთავრობის გადადგომისა და აქციის ორგანიზატორთა ხელშეუხებლობის მოთხოვნა. ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთებული განცხადებები ერთ-ერთია, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისადმი აქციის სოლიდარობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ, თუმცა სატელევიზიო სივრცეში, იმ ღამით, სხვათა მოწოდებებიც ისმოდა როგორც ბათუმიდან, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებიდან.

ასევე, ფეისბუქგვერდებიდან ისმოდა წიოკი სპეცრაზმის მისამართით: „ხელი არ ახლოოოო…“ „ადამიანებს არ დაარტყააათ…“; „მხეცებოოოო!“. ეს იმ დროს, როცა სპეცრაზმი არავის არაფერს უშავებდა და სამმართველოს წინ იდგა. ყველას გასაკვირად, იგივე ადამიანები, მეორე დღეს განცხადებებს ურცხვად აკეთებდნენ იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმი არ მოიქცა შესაბამისად, დროულად არ აღკვეთა ვანდალიზმი და უმოქმედობით ხელი შეუწყო  ვანდალებს, რათა დაერბიათ და გადაეწვათ ქალაქი.

როგორც ჩანს, ვიღაცეებს აწყობდათ, ბათუმში მომხდარიყო ის, რაც რუსთაველზე მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს. საბედნიეროდ, მათმა წიოკმა შედეგი ვერ გამოიღო და „სახალხო“ გადატრიალების დაწყების გეგმა ჩავარდა.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი