ბენზინგასამართ სადგურებზე მისულ მძღოლებს საწვავი გაძვირებული დახვდათ. ერთი ლიტრი ბენზინისა და დიზელის ღირებულება 9-11 თეთრით გაიზარდა. მომხმარებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საწვავის ფასი სხვა პროდუქტებსა და მომსახურებასაც გააძვირებს.

საწვავის ფასი დღეს მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გაზარდა. ნავთობპროდუქტების სააგენტოში ერთი ლიტრი საწვავის ფასის ზრდას კიდევ 20-25 თეთრით ვარაუდობენ.

ფასის გაძვირებას ვარაუდობენ მეპურეებიც. მათ ვარაუდით, ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში, ფქვილზე ფასის მატება გარდაუვალი იქნება.

მოსახლეობა მედიკამენტების ფასის ზრდაზეც საუბრობს.

ექსპერტები ფასების მატებაზე პასუხისმგებლობას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აკისრებენ.

rustavi2.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი