,,EURONEWS.GE -მ გამორიცხვის მეთოდით იმუშავა და გაარკვია, სავარაუდოდ, შს მინისტრის რომელი მოადგილის მეუღლე დააყაჩაღეს.

დღეს, სააგენტოს ინგა ბეგაშვილმა განუცხადა, რომ ეჭვი აქვს მინისტრის ორი მოადგილის მეუღლეზე _ ბესიკ ამირანაშვილისა და დავით ვარდიაშვილის მეუღლეებზე. http://euronews.ge/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90/

ჩვენს მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის შემდეგ, შს სამინისტროს პრესამსახურის უფროსი თავად დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შს მინისტრის მოადგილის ცოლი დააყაჩაღეს, რეალობას არ შეესაბამება. სააგენტო დაინტერესდა ამირანაშვილისა და ვარდიაშვილის საცხოვრებელი ადგილებით, რასთან დაკავშირებითაც ასეთი პასუხი მივიღეთ:

„აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს შს მინისტრის მოადგილის ცოლი დააყაჩაღეს არ დასტურდება. ინგა ბერიკაშვილი ჩვენთან აღარ მუშაობს და ჩვენს შესახებ ინფორმაცია საიდან ექნება? ასე, რომ  დაყაჩაღების ფაქტი არ დასტურდება.

 რაც შეეხება მინისტრის მოადგილეების საცხოვრებელ ადგილებს, დავით ვარდიაშვილი ვაკეში ცხოვრობს, ხოლო, ბესიკ ამირანაშვილი სად ცხოვრობს ტერიტორიულად, ნამდვილად არ ვიცი“.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი