,,ვიღაც Джон Готти მემუქრება, პირადში მწერს, გაჩერდი, თორემ გნახავო და რაც მოგივა შენს თავს დააბრალეო. როსტომაშვილის მონაა ვიღაც… არც ნომერს წერს არც ვინაობას ამხელს. ასეთი ნაძირლები რისი ღირსნი არიან?

არასდროს დამიხევია არც ერთ ნაბიჯით უკან, როდესაც საქმე სიმართლეს და სამართლიანობას ეხებოდა და არც ახლა დავიხევ.

პირიქით… ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად დავუმტკიცებთ საზოგადოებას, რომ სიმართლე ვთქვი…” -წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი, ნიკა მემანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც იუმორისტ დავით როსტომაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მემანიშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: ,,ერთ ,-ერთ იუმორისტს თავს დაესხნენოო. არადა მევახშეა გაქანებული ასი ოჯახი ჰყავს გამწარებული..”

,,ალია”-სთან  ნიკა მემანიშვილს განაცხადა, რომ ,,ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვაქვს ურთიერთობა, ვინც მაგ საკითხზე მუშაობს და მევახშეების სიებია ჩამოწერილი, ვისაც ათობით და ასობით ბინები აქვს გადაფორმებული მოსახლეობისგან. იმ სიაში ძალიან მოწინავე ადგილზე ბრძანდება დავით როსტომაშვილი, როგორც მაგალითად, დავით საგანელიძე  და კიდევ არაერთი! ეს ნაძირალა, ოდიოზური ხალხი, ესენი! როსტომაშვილი არამარტო იუმორისტია, არამედ არის საშინელი მევახშე, რომელიც ხალხს ამწარებს – ბავშვებს, ქალებს ქუჩაში ყრის! ასზე მეტი ბინა აქვს ამ ადამიანს ხალხისთვის წართმეული!“

გამოქვეყნებულ ინფორმაციას იუმორისტ დავით როსტომაშვილის შვილი, ხატია როსტომაშვილი გამოეხმაურა:

“მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის “მევახშეა” და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა “მევახშის” განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

სახალხოდ მინდა მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითიდღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამოდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტიურად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? კაი ბიჭის ძმა? თუ…  საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში… თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ!”

ამ ბრალდებებზეც გააკეთა ნიკა მემანიშვილმა კომენტარი:  

`არანაირ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, საბოდიშო არაფერი გამიკეთებია! ბოდიში თვითონ აქვთ როსტომაშვილებს მოსახდელი იმ ხალხისთვის, ვინც ასე გაამწარეს. მარტო თვითონ დათო კი არა, მაგის ერთი დაც იპოთეკარია, ხათუნა ჰქვია და ყვარელში ცხოვრობს! ამ მომენტში როსტომაშვილების სახელზე მინიმუმ 43 სხვადასხვა სახის ქონებაა რეგისტრირებული, რომელიც ხალხს წაართვეს – ბინები, ნაკვეთები და ა.შ. აუქციონზე როცა გააქვთ ხოლმე იმ ხალხის ბინები და ნაკვეთები, ესენი კაპიკებში ყიდულობენ, სხვა იპოთეკარებთანაც არიან შეკრულები. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს ჩემთან, მიმართოს სასამართლოს. მე არანაირ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ბევრმა იცის, ეგენი ვინ და რა არიან! აქვე მინდა დავამატო: მე არავის ცემა არ მიხარია, ასეთი ფაქტები ცალსახად დასაგმობია, მე უბრალოდ დავწერე ის, რა ინფორმაციებიც მე მაქვს. კიდევ ვიმეორებ: მიმართონ სასამართლოს და იქ როგორ შერცხვებიან, მერე ნახავენ, მოწმეებად რომ მივუყვან იმ დაზარალებულ ხალხს!”

ამ ორთაბრძოლას კი მოჰყვა ფეისბუქმუქარა ნიკა მემანიშვილის მისამართით.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი