თურქეთის სკოლებში უფროსკლასელებს ევოლუციის თეორიას აღარ ასწავლიან.

“მიგვაჩნია, რომ ეს თემა მოსწავლეებისთვის გაუგებარია” – განაცხადა განათლების მინისტრმა ალპასლან დურმუშმა.

განათლების მინისტრის თქმით, ევოლუციის იდეა წინააღმდეგობრივი და რთულია.

“მეცხრე კლასის წიგნებიდან მას ამოვიღებთ. ევოლუციის თეორიაზე საუბრები მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში იქნება შესაძლებელი” – განაცხადა დურმუშმა.

როგორც ვიცით, ევოლუციის თეორია საქართველოშიც ისწავლება მე-9 კლასის ბიოლოგიაში და დიდი მასშტაბით საგამოცდო პროგრამაშიც შედის. საქართველოში ევოლუციური თეორიის გამოქმების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერჯერობით არ დგას, თუმცა თურქეთში მიმდინარე ამ პროცესებმა შესაძლოა ჩვენზეც მოახდინოს გავლენა.

სოსო გაზდელიანი

Imedinews.ge

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი