,,გატყავებული ციკნის ეროვნული მუზეუმის ეზოში გამოფენაში თურქმენეთის საელჩომ 1 500 ლარი გადაიხადა. გატყავებული, ოდნავშებრაწული, ნახევრადსისხლიანი და ჩაჩოქილი ძროხის “ფურშეტზე” დადგმა, რომ მოინდომოს ვინმემ, ფასი იგივე იქნება, თუ მოემატება?! – ალბათ შეევაჭრებიან და ფასს გაზრდიან.

მოგეხსსენებათ, რომ 2017 წლის 14 ივლისს თურქმენეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი ეროვნული მუზეუმის ეზოში აღინიშნა. გატყავებული ციკნის კადრები “ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვების გადამღები ჯგუფისგან მაქვს და 17 ივლისს ვაჩვენე “ობიექტივის” და ფეისბუქის მაყურებლებს. პარალელურად, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დავით ლორთქიფანიძეს ასეთი შინაარსის განცხადებით მივმართე:

“გთხოვთ, გადმომცეთ იმ დოკუმენტის (ხელშეკრულების) ასლი, რომლის თანახმად საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიეცა უფლება 2017 წლის 14 ივლისს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის სივრცეში აღენიშნა საქართველო-თურქმენეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

გთხოვთ, ასევე გამცეთ პასუხი კითხვაზე – მორალურად რამდენად გამართებულია, მუზეუმისთვის რამდენად შესაფერისია და თქვენ, როგორც დიდი სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელს, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ქვეყნის ნომერი პირველი მუზეუმის სივრცეში გატყავებულ/ ჩაჩოქილი ციკნის დადგმა?”.

.

ხელშეკრულების ასლი მომცეს, ანუ უმთავრესი ინფორმაცია მივიღე, მაგრამ ლორთქიფანიძისთვის დასმულ კითხვაზე პასუხი არ მოუწერიათ.

ამ ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მუზეუმში გატყავებული ციკანი 14 ივლისს თექვსმეტ საათზე შეიტანეს; მუზეუმის ეზო სამი საათით (19-დან 22-მდე) იყო გაქირავებული და ამისთვის საელჩომ ათას ხუთასი ლარი გადაიხადა. ხელშეკრულებას ხელს აწერენ: ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე და იმავდროულად აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ღვალაძე და თურქმენეთის საელჩოს მეორე მდივანი.

ვიდეოკადრებიდან ამოღებული ფოტოების გასუფთავებში, როგორც ყოველთვის, Inga Berikashvili დამეხმარა. ვისაც ვიდეო არ გინახავთ, შეგიძლიათ ამ ლინკზე გადახვიდეთ და უყუროთ”_ წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი