საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის აზრით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ნედლი იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.

”მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად ჩავერთოთ განხილვაში და რაღაცნაირად მოვიფიქროთ სქემა, როგორ აუვიდეთ ამ კატასტროფული სისწრაფით … რა თქმა უნდა, კატასტროფას ვერ დავარქმევთ, კარგია, რომ ბევრი ბავშვია და ბევრ ბავშვს უნდა სწავლა, მაგრამ კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ

რესურსზე მუნიციპალიტეტებში. ბიუჯეტი ამ მზარდ დანახარჯებს ძალიან რთულად აუდის. არ ვიცი, არ მაქვს რეცეპტი. არის რამდენიმე ვერსია, რაც შეიძლება განვიხილოთ. ამას შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ მეორე მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, შესაძლოა, იყოს უფრო მაღალი ბარიერი – ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახი გადაიხადონ! ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა. მინდა გთხოვოთ, ჩაერთოთ მსჯელობაში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე არ არის გამორიცხული, იყოს ოპოზიციის აქტიური მონაწილეობა. ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა, მაგრამ მეორე მხრივ, საჭიროებაზე ორიენტირებული კომპონენტები შემოვიტანოთ. საერთოდ, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომელიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ – ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი