“საწყალი დედაბერი რომ იყოს, რა უჭირს. რამდენი ნაცის და არანაცის გულს ეხმიანება ეს სიტყვები? ამას ვამბობდი, სწორედ, მეტს კი არაფერს. დაუბრუნდეთ უკან ყველა წყევლა-კრულვა, ეს ავადმყოფები,“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კომენტარის სახით „გურამ შარაძის საზოგადოება“ და ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორის, დოდონა კიზირიას პოსტს აქვეყნებს. ჩვენ კი შემოკლებით გთავაზობთ მას, რადგან მასში საშინელი ბილწსიტყვაობაა:

“ვუყურე დღევანდელ პოსტსკრიპტუმს. გასკდა გული! გასკდა გული! გასკდა გული! მივმართავ დღევანდელი მთავრობის ყოველ წევრს -მოგი..ნთ დედის ტრ-ი! მოგ…ნთ მკვდარი და ცოცხალი!თქვე გარეწრებო! თქვე მოღალატეებო! ფულის გულისთვის ტრ..ის მიმცემებო! თქვენ არ გენახოთ ერთი ბედნიერი დღე კი არა, ერთი ბედნიერი წამიც კი ცხოვრებაში! ჩაგშხამებოდეთ თქვენი ტრ..ით აღებული ყოველი ლარი თუ დოლარი.
თქვენ ეხმარებით რუსეთს ინადიროს ქართველ ჯარისკაცებზე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რუსეთს უნდა მათი ხელში ჩაგდება და სამაგალითო დასჯა წამებით და სიკვდილით, რომ არავის აღარ სურდეს იარაღი აიღოს ხელში მტრის წინააღმდეგ. რუსეთს უნდა სულიერად და მორალურად გატეხონ და დააშინონ ისინი, რომელთა ფეხის ფრჩხილის ღირსიც არა ხართ. თქვენ კი, გარეწრებო, მშიშრებო, გამუდმებით ფულზე და დანამატებზე მეოცნებეებო, მათ დასაცავად ხმას არ იღებთ! თქვენ ურჩხულს ფეხქვეშ უგდებთ ყველაზე თავდადებულ მოქალაქეებს. თქვენ უნდა ფეხებით დაგკიდონ და ცოცხლად ტყავი გაგაძრონ.
თქვენ კი ქართველებო, ერთი რამ მინდა გითხრათ. ნურასოდეს, ნურასოდეს, ნურასოდეს გაბედავთ თქვათ, რომ რომელიმე ერზე უკეთესები ხართ, ან ვინმეს რაიმეთი სჯობიხართ. არაფრით, დაიმახსოვრეთ, არაფრით არავის არ სჯობიხართ!!!!!!!!!!! ჩემს კედელზე რამდენიმეჯერ გაიელვა, რასაკვირველია, უკვე ყოფილი მეგობრების დამცინავმა კომენტარებმა სომხებზე, ებრაელებზე, ქურთებზე. გრცხვენოდეთ! ამ ეროვნების არცერთი წარმომადგენელი არასოდეს არ გასწირავს თავის ჯარისკაცს ისე, როგორც ჩვენ გავწირეთ. ისინი უმალ ყელს გამოიჭრიან, ვიდრე ასეთ არნახულ ბოროტებას ჩაიდენენ.
მატრაკვეცობის, ამპარტავნობის და ყელყელაობის მაგივრათ მაგათთგან უნდა ისწავლოთ პატრიოტიზმი და ერთმანეთის ერთგულება. მათ შორის თქვენზე უკეთესი, საქართველოსთვის თქვენზე უფრო თავდადებული, ერთგული და მთელი გულით გულშემატკივარი ადამიანები არიან. წარსულით ტრაბახს თავი დაანებეთ. სცადეთ დღევანდელობაში გქონდეთ რაიმე საამაყო. დაიცავით თქვენი ჯარისკაცები, რომლებიც ამ მთავრობამ რუსეთს მიჰყიდა.
ეხლა კი სპეცმიმართვა ბორია ივანაშვილს. შენ ხარ ყველა ბოროტების, უსინდისობის, გარეწრობის განსახიერება. შენ ხარ რაღაც ჰუმანოიდი, რომელსაც იმდენი სიკეთეც არა აქვს გულში, რომ საკუთარი ნათესავი, ორი შვილის დედა, ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაგერჩინა.
P.S. არავინ გაბედოთ და დამამუნათოთ, ასეთი სიტყვების ხმარება არ გეკადრებათო. მე უკვე კადრულობის მიღმა ვარ. რომ ვიცოდე რაიმე უარესი სიტყვები, იმათაც ვიხმარდი. სამწუხაროდ, არ ვიცი.
დოდონა კიზირია“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი