,,გარდაბნის რაიონში დაიწყო პროექტი, რომლის მიხედვითაც, სასმელი წყალი 2020 წლისთვის უნდა ჰქონდეს მარტოფს და მის მიმდებარე სოფლებს. პროექტის განხორციელება 22 მლნ ჯდება, დაქსელვის ჩათვლით 42 მლნ, ანუ საკმაოდ სოლიდური თანხა. თავიდან 18 მლნ-ად იყო შეფასებული, შემედგ 20 მლნ გახდა, ბოლოს 22 მლნ. თავდაპირველი პირობით, თანხის ძირითადი ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა წამოსულიყო, თუმცა ახლახანს ითქვა, რომ ეს ადგილობრივი ბიუჯეტის ვალდებულებაა და ცენტრალური ბიუჯეტი შესაძლებლობის მიხედვით დაეხმარება მუნიციპალიტეტს. ეს ნიშნავს, რომ გარდაბანში თითქმის ყველა პროექტი გაჩერდება. უკვე გაჩერდა კიდეც და ამ პროექტის დასრულებაც დადგა ეჭვქვეშ, არადა, 8 მლნ უკვე წავიდა ბიუჯეტიდან . სასმელი წყალი პრიორიტეტულია და ბუნებრივია, ამაზე ხმა საკრებულოში არავის ამოგვიღია. არადა, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, 8 მილიონიდან 1 მლნ უკვე ვიღაცის ჯიბეში წავიდა. საქმე იმაშია, რომ პროექტის შესრულებაზე ტენდერი არ გამოცხადდა და პირდაპირი მიყიდვის გზით გადაეცა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, რომლის დირექტორი გიორგი კობერიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. ამას რომ თავი დავანებოთ, გასაოცარი კურიოზი მოხდა. სათავე ნაგებობა, რომელიც მდ. იორზე უნდა აშენებულიყო, მდინარის მარჯვენა კი არა, მარცხენა მხარეს აშენდა, არა სოფ: სართიჭალის, არამედ სოფ. ხაშმის თავზე, ეს სოფელი გარდაბნის კი არა, საგარეჯოს რაიონია და უამრავი ფული დაახარჯეს სხვა რაიონს. ჭაობის ამოშრობა გახდა საჭირო (აქეთ მხარეს ეს საჭიროება არ იყო) და როცა ეს სამუშაოები დასრულდა, მერე აღმოაჩინეს რომ გარდაბნის კი არა საგარეჯოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პროექტი (!!!). შეცდომა და არარკომპეტენტურობა იყო, უმეცრებაა, თუ რაიმე კორუფციული გარიგება, გასარკვევია. ზოგადად, რაც მოხდა არის მავნებლობა და დანაშაული. ახლა ხაშმელები ამბობენ, ჩვენი ტერიტორიაა და წყალი მოგვეცითო. საკმარისი წყალი რომ ყოფილიყო, ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა სოფელი, იგივე მუღალნოს დასახლება ჩაერთვებოდა პროექტში, მაგრამ მათი მოთხოვნაც სამართლიანი. მათი ტერიტორიაა! როგორ დასრულედება ეს აბდაუბდა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ დანაშაულთან, უთავობასთან, უყურადღებობასთან, არაკომპტენტურობასთან, თუ კორუფციასთან რომ გვაქვს საქმე, ეს ფაქტია! აი, ესეც თქვენი მეოცნებე ხელისუფლება, გარდაბნელებო!” _ აცხადებს გარდაბნის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ნინო მეტრეველი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი