ლევან ალაპიშვილი, სამართალმცოდნე:

_ 3 თვის წინ ვთქვი, რომ განვადებით მომუშავე ყველა ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედებს სესხებისა და განვადების ახალი რეგულაციები. რიგში პენსიონერების და სტუდენტების ცხოვრების გართულება, აგრეთვე პროდუქტსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა. რაც ძალიან სამწუხაროა. ბიზნესის შემცირება უმუშევრობას ზრდის.
შედეგი: ბიზნესი დაზარალდა, მომხმარებელი დაზარალდა, უმუშევრობა ზრდადია. ვინ მოიგო?

ჯერ დასაწყისია. მომდევნო პერიოდში მაღაზიებზეც იქონიებს მეტ გავლენას. ბეკოს მენეჯერი საინტერესო რამეს ამბობს თუ მიაქციეთ ყურადღება: საჯარო მოხელეებია ჩვენი ძირითადი მომხმარებელიო. ანუ ჩვენი, გადასახადის გადამხდელთა მიერ შენახული ბიუროკრატია, რომელსაც მთავრობა არ აპატარაებს.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის განვადების რაოდენობა 2 თვეში 12-დან 20%-მდე შეამცირა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტექნიკის მაღაზიებში განუცხადეს. მათი თქმით, შემცირება განსაკუთრებით რეგიონებში, კეძოდ კი დასავალეთ საქართველოში იგრძნობა. თუმცა, იმედებს ისევ ბანკებზე ამყარებენ და ამბობენ, რომ მომხმარებელებისთვის შემუშავებული კონკრეტული შეთავაზებებებით მდგომარეობას დაარეგულირებენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ რეგულაციები, რომლის მიხედვითაც შემოსავლების დადასტურების გარეშე კომერციულ ბანკებს სესხის გაცემა (განვადება) ეზღუდებათ, ნაჩქარევი იყო და ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ქვეყანში არსებული ჭარბვალიანობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობაც არსებობდა.

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სესხებზე რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვეში განვადებები 12%-ით შემცირდა. თუმცა, ქვეყანაში ტურისტული სექტორის განვითრებამ ნაღდი გადახდების რაოდენობა გაზარდა, შესაბამისად, საერთო გაყიდვებზე დიდად არ ასახულა. 

„თუკი მანამდე, მთლიან გაყიდვებში პროპორციულად 60% განვადება იყო, 40% კი ნაღდდი ანგარიშწორება, ახლა 48% განვადებაა, ხოლო 52% ნაღდი გადახდა. თუმცა, ჯამური გაყიდვები არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა კიდეც, რადგან ტურისტული სექტორი ვითარდება და ამან გარკვეული მოთხოვნა გააჩინა. შესაბამისად, აანაზღაურა ის დანაკლისი, რაც განვადებების შემცირებამ გამოიწვია“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

მისი თქმით, განვადებები სავარაუდოდ, მცირედით კიდევ შემციდება და 45%-ზე ჩამოვა, თუმცა საბოლოოდ, ბანკები პროცესს დაასტაბილურებენ და მდგომარეობა გამოსწორდება.

რაც შეეხება თავად რეგულაციებს, „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მიზანი სწორია, თუმცა ეტაპობრივად რომ ამოქმედებულიყო, ბიზნესიც და მომხმარებელიც უფრო მობილიზებული შეხვდებდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში ჭარბვალიანობაა და ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რეგულაციებით დასახული მიზანი სწორია. თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა შეიძლებოდა ეტაპობრივად. ბიზნესიც და მომხმარებელიც გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდა ამას. თუ გახსოვთ, აქ საუბარი იყო, რომ 25 %-ზე უნდა დავიდეს არაუზრუნველყოფილი სესხები, კარგი იქნებოდა პირველ ეტაპზე ყოფილიყო 40%, 6 თვეში – 30% და 1 წლის თავზე დასულიყო იმ რეგულაციამდე, რაც დღეს არის. ეს იქნებოდა საერთოდ უმტკივნეულო პროცესი და ვერავინ იგრძნობდა. კანონი ძალაში შევიდა გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში, რამაც გარკვეული დისკომფორტი გააჩინა“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

„ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს, რომ მათი განვადებებიც 12-დან 15%-მდე შემცირდა, თუმცა ეს განსაკუთრებით რეგიონებში, კერძოდ კი, დასავლეთ საქართველოში იგრძნობა. მისი თქმით, განვადების შემცირება საერთო გაყიდვებზე მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც აისახა.

„განვადება რეგიონებში უფრო შემცირდა, თბილისში ნაკლებად. აქ უფრო სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს ხალხი და ალბათ, ამის გამო შედარებით არ ასახულა. განსაკუთრებით შესამჩნევია დასავლეთ საქართველოში. დაახლოებით რომ გითხრათ, განვადებებით ტექნიკის შეძენა 12-15 %-მდე შემცირდა.

საერთო გაყიდვებზე ძალიან არ ასახულა, მაგრამ წესით, იმაზე მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამჟამად გვაქვს. ამის მიზეზიც ის არის, რომ რეგინებში შემცირებულია ჩვენი რეალიზაციები, განვადების შეზღუდვის გამო“,-აცხადებს მეჰმედ მელექი.

მისი თქმით, სავარაუდოდ, განვადებები მეტად აღარ შემცირდება, რადგან ბანკები გარკვეული შეთავაზებების პაკეტებს ამზადებენ, რაც მდგომარეობას გამოასწორებს.

„მაქვს ინფორამცა, რომ ბანკები მუშაობენ, გარკვეულ შეთავაზებებზე, მაგალითად, საკრედიტო ბარათებზე განვადების გაკეთება და ა.შ. ამიტომ, არამგონია, რომ განვადებები კიდევ შემცირდეს“,-აცხადებს მეჰმედ მელექი და აღნიშნავს, რომ რეგულაცია ნაადრევი იყო, თუმცა საჭირო.

„მე ვფიქრობ, ცოტა დაჩქარებულად გადაწყვიტეს ეს საკითხი. შეიძლებდა 3-4 თვე ყოფილიყო ვადა, ჩვენც და მომხმარებელიც თადარიგს დავიჭერდით. თუმცა, ეს საჭირო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამჟამად 600 000-ზე მეტი ადამიანია დავალიანების მქონე. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგი რამ გააკეთეს“,-აცხადებს მეჰმედ მელექი.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოკითხულ ტექნიკის მაღაზიებს შორის, განვადებების შემცირების ყველაზე დიდი მაჩვენებლი აქვს „სმაილს“.
 კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ქეთი კოზმანაშვილის თქმით, ბოლო 2 თვეში მათი განვადებები 20% შემცირდა.

ნინი ქეთელაური

-0:02

გადამხდელუნარიანობის

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი