„ევრიკა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტია, რომელმაც სკოლის მოსწავლეები მეცნიერებით უნდა დააინტერესოს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში უმაღლესი რანგის პროფესიონალები, მეცნიერები და მკვლევრები სასკოლო განათლების დონეზე სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.

სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ. დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. სწავლების ეს ციკლი კი, პროფესიული განვითარების საშუალებას შესაბამისი საგნის პედაგოგებსაც მისცემს.

მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად და სწავლის შემდეგი ეტაპებისთვის მოსამზადებლად, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთკავშირი გაძლიერდება, რაც გულისხმობს უმაღლესი რანგის პროფესიონალების, მეცნიერებისა და მკვლევარების სასწავლო პროცესში ჩართვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი