„მეგობარი მოდიოდა ჩემთან შესახვედრად სიღნაღიდან. ერთი საათის წინ მელაპარაკა – ისანში ვარ უკვე და 15 წუთში შენთან ვარო. გავიდა მას მერე ერთი საათი. ვურეკავ, რომ გავიგო სადაა, არ პასუხობს. ბევრი ზარის მერე მპასუხობს და მეუბნება, პოლიციამ დამაკავა, მანქანაში ვყავარ ჩასმულიო. მეთქი – რატომ, სად გადაყავხარ, რა უნდათ… მხოლოდ იმის თქმა მოასწრო _ “განყოფილებაში მიპირებენ…”, რომ ამ დროს გაისმა ვიღაც ტიპის, სავარაუდოდ პოლიციელის ყვირილი: გათიშე, გათიშე, გათიშე რო გეუბნები… და ზარი შეწყდა.

  დავრეკე გენინსპექციაში, დავრეკე ადვოკატთან, დავრეკე პრესსამსახურში… დაკავებულისთვის ყვირილი და მით უმეტეს ზარის უფლების შეზღუდვა არის ადამიანის უფლების დარღვევა და ძალიან არასწორ პირთან შეაწყვეტინეს საუბარი ჩემს მეგობარს, რომელსაც ახლა მთელი თბილისის განყოფილებების მასშტაბით ვეძებ და აუცილებლად ვიპოვნი. ასევე ვიპოვნი იმ პოლიციელებს, ვისაც ფეხებზე ჰკიდია ადამიანის უფლებები“ _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „ლიბერალის“ რედაქტორი, ზურაბ ვარდიაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი