საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში ან ნოემბერში იქნება მიღებული. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს მოხდება საქართველოს პარლამენტში როგორც ძირითადი კანონის, ისე აჭარის კონსტიტუციის პროექტის ინიცირება და დაიწყება საერთო-სახალხო განხილვა.

„ივნისში გაიმართება საპარლამენტო განხილვის ფარგლებში ორი მოსმენა და სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში მიღებული იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის ორივე კანონპროექტი მესამე მოსმენით. საბოლოო ჯამში, ეს ცვლილებები ამოქმედდება მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რედაქციით გაისად საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით კი უკვე 2020 წელს შედგება“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი