შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ქუჩაში გასვლისა და არსებული რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მაშინ, როცა ივანიშვილი, პუტინთან შეთანხმებით, აფხაზეთის და ცხინვალის საბაჟო დამოუკიდებლობას აღიარებს, რაც სახელმწიფოს საბოლაო დე იურე დაშლას ნიშნავს, კაბინეტებსა და საკონფერენციო დარბაზებში შეკრების და ხელმოწერების შეგროვება არასწორი და არადროულია.

,,როგორც არაერთხელ გაფრთხილებდით, ივანიშვილმა, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებით და მისი დავალებით, აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საბაჟო დამოუკიდებლობა, რაც მათი სუვერენიტეტის ცნობის ტოლფასია. შედეგად გაიხსნა სახმელეთო გზები, ტვირთის გადასაადგილებლად, რუსეთიდან სომხეთში, ირანში და ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოს საბოლოო დე-იურე დაშლას და ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას ხანგრძლივი, განუსაზღვრელი დროით.

ჩვენ იძულებულები ვართ, მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, რათა რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის და ბორდერიზაციის კონტექსტში, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, რომელიც ამ საკითხში, კრემლის თანამონაწილე და თანაშემწეა.

მივმართავ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს! მეგობრებო! ახლა არ არის კაბინეტებში და საკონფერენციო დარბაზებში ჯდომის და ხელმოწერების შეგროვების დრო! გავიდეთ ქუჩაში და დავამთავროთ რეჟიმი, სანამ ის დაამთავრებს საქართველოს და მასთან ერთად, ჩვენც! მეტი რაღა უნდა მოხდეს?! გვხოცავენ, ღვთისმსახურები მძევლად აყავთ, სოფლებს, ბაღებს საფლავებს შუაზე გვიყოფენ, ქართველებს ქართველების გენოციდის წლისთავებზე აცეკვებენ, მშობლიურ ენაზე სწავლას გვიკრძალავენ, ქართულ ენას დევნიან, ქართულ ნასოფლარებზე პარკებს აშენებენ და ბიძინა ივანიშვილი წლებია, საიდუმლო მოლაპარაკებებშია კრემლთან და კარასინთან, მოღალატე აბაშიძის მეშვეობით. დღესაც ჟენევაში იხსნება ამ ერთობლივი მოღალატეობრივი კომიტეტის სხდომა, რომელმაც ქართველთა სისხლით მორწყულ მიწაზე რუსული ტვირთის გადატანა საბოლაოდ უნდა დაარეგულიროს, სომხეთისა და ირანის მიმართულებით. იმ სომხეთის, რომელიც გაეროს ყველა გენერალური ასამბლეის სხდომაზე მუდმოვად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ამ გზების გახსნის სანაცვლოდ აზერბაიჯანმა 1 მარტიდან უკვე გაგვიძვირა გაზის გადასახადი, რადგამ ეს მათთვისაც სერიოზული დარტყმაა. მოღალატეობრივი ხელშეკრულება გაფორმებულია ჩუმად, საიდუმლო ვითარებაში. ამაზე ივანიშვილთან ერთად პასუხს აგებს ყველა პრემიერმინისტრი, რომლებმაც მილიონები წაიღეს და სახლში მშვიდად არიან მოკლათებულები, პასუხს აგებს საგარეო საქმეთა უზნეო მინისტრი და სამშობლოს გაყიდვით დაკავებული აბაშიძე და პარლამენტის მთელი შემადგენლობა, რომელიც არ მოახდენს ამ ხელშეკრულებათ დენონსაციას და გააგრძელებს სამშობლოთი ვაჭრობის პერმანენტულ პროცესს.“ _ განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი