სამედიცინო საწესებულებების მიმართ პრეტენზიები ბევრ ადამიანს აქვს. ზოგი მომსახურეობის პირობებს უჩივის, ზოგიც – იქ გამეფებულ უსულგულობას, მედიცინის მუშაკების მხრიდან პაციენტებისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და არაპროფესიონალიზმს. ფეისბუქით გავრცელებული ეს სტატუსი, ამ ქსელის მომხმარებელს, ნინო მამულაშვილს ეკუთვნის. აი რას წერს იგი:

,, ეს მერამდენე წელია, რაც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მიმღებში ერთი და იგივე ამბავი ხდება: მიიყვან სიცხისგან გათანგულ ბავშვს და დაცვა გულგრილად გეუბნება –დაიკავეთ რიგი!!! მერე როდის- როდის მოვა შენი რიგი. შეხვალ, გაივლი ბუღალტრების რიგს, რომლებიც მოგაძახებენ, რომ ფულის გადახდა არ დაგავიწყესო. მიადგები ექიმს, რომელიც ისეა უკვე გასავათებული, სახეზე თითქოს ,,მასკა“ უკეთია. უკვე მერამდენედ ვეკითხები მათ, რატომ არ ამატებენ მიმღებ ექიმებს, თუნდაც ზამთარში,  როცა ეპიდემია მძვინვარებს–––პასუხს ვერ მცემენ.

რა ხდება, პურის რიგია? ყველა მშობელს ეშინია შვილის ავად გახდომის, როცა ასეთი მაღალი სიცხეა, ასეთ დროს სიკვდილ–სიცოცხლეზე ფიქრობ, ესენი კი ისე ,,დატასაობენ“, ვითომ არაფერი, ერთი ნერვი არ უტოკდებათ სახეზე.
რისი, ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს? სამი ბუღალტრის დასმის მაგივრად დასვან სამი ექიმი, იქნებ ცოტა მაინც განეიტრალდეს მშობლების აღშფოთება?!
ჩვენ კიდევ გაგვიმართლა, ნანუკა 40.6 სიცხით სასწრაფომ გადაიყვანა და ურიგოდ შეგვიყვანეს. ერთი გადასხმა გაუკეთეს ბავშვს და დილით 38.5 ით გამოწერეს. გვითხრეს, ადგილი აღარ გვაქვსო. მეათე დღეა ბავშვი კვლავ ცუდად გვყავს, ძლივს დავუწიეთ ტემპერატურა სხვადასხვა  ხერხებით…
როგორ მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ბავშვებზე მაინც ზრუნავენ და სადაც გაჭირვებულ, ატირებულ პატარებს მწარე რიგის გემოს არ აწვნევინებენ!
ნუთუ ამ სისასტიკეს დასასრული არ ექნება?“ 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი