,,გადადექი, გადადექი…” _ ასეთი შეძახილებით გაუკეთეს ბლოკირება ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახს მერიის თანამშრომლებმა. ისინი ჩაჩანიძეს კაბინეტიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლებდნენ. მას მერე კი, რაც საკრებულომ, თავმჯდომარის გარეშე დაამტკიცა მერიის მაღალჩინოსნებისა და თანამშრომლების გაზრდილი ხელფასები, მათ ახალი მოთხოვნა გაუჩნდათ. ისინი ითხოვენ, საკრებულომ დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება მერიაში დღესვე გააგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობას არ დავტოვებთო.

საკრებულოს აპარატში კი ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე 30 საკითხი იყო დამტკიცებული და დოკუმენტს ფიზიკურად დღეს ვერ გააგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. საკრებულოს დილის სხდომა, რომელზეც საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები უნდა დამტკიცებულიყო, ისევ ჩაიშალა, რასაც საკრებულოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოს ოპოზიციური და სახელისუფლებო წევრები დაუპირისპირდნენ.

დღის ბოლოს კი, საკრებულო კიდევ ერთხელ, საკრებულოს თავმჯდომარის გარეშე შეიკრიბა და საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი