ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანია Culture Trip-მა გამოაქვეყნა სტატია – „10 უძველესი ენა, რომლებზეც დღესაც ლაპარაკობენ“ – სადაც ქართული ენაც შეიყვანა. გარდა ქართულისა სიაში მოხვდა: ივრითი (ებრაული ენა), ტამილური, ლიტვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური,ფინური და ირლანდიური. სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი აღნიშნავს, რომ „კავკასიის რეგიონი – ლინგვისტების საგანძურია.“ „დიდ კავკასიურ ოჯახში, ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთია, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია.“ – აღნიშნულია სტატიაში.
    გარდა ამისა, ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ენა გაჩნდა უფრო ადრე. „ენის ევოლუცია, ისევე როგორც ბიოლოგიური – ყოველ წუთს ხდება. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე ენას კონკრეტული ასაკი მივაწეროთ. ისინი ყველანი მოხუცები არიან, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი