ბორჯომის ხეობის ტყეში ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს ექსპერტები და გარემოსდაცვითი სპეციალისტები ამ დრომდე განაგრძობენ.

ამჯერად, დაბის ხეობაში ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. ექსპერტების თქმით, ამ ტერიტორიაზე ეროზიის პროცესი დაწყებულია. ექსპერტების განმარტებით, შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.

„ეს ტერიტორიები, პირველ რიგში, კარგად უნდა იქნეს შესწავლილი. იმიტომ, რომ არის მაღალი რისკი ეროზიისა,“ – განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წვიმამ სოფელი დაბა მეწყრის საფრთხის წინაშე დააყენოს. ექსპერტებთან ერთად, მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტროც აწარმოებს.

შესაბამის დასკვნას სპეციალისტები უახლოეს მომავალში მოამზადებენ და გარემოს დაცვის უწყებას გადაუგზავნიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი