ფილიპინების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი. მეთევზეებმა და სანაპირო დაცვის გემებმა 160-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 88 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ბორანის ჩაძირვის მიზეზი სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური პირობები გახდა. შემთხვევის დროს ძლიერი ქარი და დიდი ტალღები იყო. ბორანის ბორტზე 251 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.

ხომალდი ქალაქ რეალიდან კუნძულ პოლილოსკენ მიემართებოდა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი