,,ის, რაც ლიეჟში მოხდა, ეს არის მეოცე საუკუნის დასაწყისთან დაბრუნება: ბოლშევიზმი…ზონდერებით სავსე დარბაზი…ძალისმიერი მეთოდები..სპექტაკლი 700 ადგილიან დარბაზში, რომლის შევსებაც ვერ შეძლეს…ტყუილი და სიყალბე…შიში განსხვავებული აზრის.

შევეცდები დღეს ან ხვალ დილით გავაკეთო პირდაპირი ჩართვა.

ეჭვი მეპარება, ტელევიზიებმა გადაცენ ის, რაც ჩაიწერეს…ვნახოთ..” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტიკური მოძრაობა ,,თეთრები’-ს ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც დღეს ლიეჟში ჩავიდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ლიეჟშიკონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას დარბაზში თემურ შაშიაშვილი შევიდა, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაშიაშვილი დარბაზიდან გაიყვანეს.

ინციდენტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი