,,პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ,” – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადების კომენტარებისას განაცხადა.
,,ზოგადად, როცა ვიწრო სივრცეში ჩაკეტვა ხდება, ამ დროს აქვს ადგილი კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმეს კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არაინ პილიტიკაშიც და არასამთავრობო სექტორშიც”, -განაცხადა აბაშიშვილმა.
  დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასაწყისში, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას სარწმუნო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი