უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია, euronews-ს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა.
,,ნაციონალებს ბიძინას კარგად ყოფნა უფრო უნდა უნდოდეთ. მან შეიცოდა ეს ხალხი და კიდევ ერთი შანსი მისცა. პირადად მე, არ მივცემდი შანსებს და ყველას დავსჯიდი, ვინც ხალხს ჯოჯოხეთად უქცია 9 წელი. ბიძინა ძალიან კეთილშობილია. ამავდროულად, უწმინდესმაც იქადაგა, ყველა ჩვენი შვილიაო.
   რაც შეეხება მის ავადმყოფობას, მისივე თქმით, იმიტომ მოიგონეს ჭორი მისი ავადმყოფომის შესახებ, რომ ხალხში პამიკა და შიში დაეთესათ. მიმაჩნია, რომ გვარამიას და სხვების განცხადებას არც უნდა გასცეს პასუხი ბატონმა ბიძინამ. ის დუმს და ეს არის სწორი პოზიცია. ცუდად ყოფნას ვერავინ ვერ დამალავს, გამორიცხულია.
  ბიძინა ივანიშვილი მალე გამოჩნდება საზოგადოებაში, რადგან ხალხს მისი იმედი აქვსმხოლოდ მას შეუძლია ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან და ეს რომ გააკეთოს, არ უნდათ. ამას ემსახურებოდა ეს ჭორიც. ბიძინა კარგადაა და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. მისი დამსახურებაა ქვეყნის წინსვლა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ეს ადამიანი ჩვენს ქვეყანას ემსახურება ყველა იმ რესურსით, რაც გააჩნია. საძირკველი ჩაყრილია და როდესაც ნაყოფის გამოსხმას დაიწყებს, მერე ბიძინას მტრებსაც მოუწევთ აღაირონ, რომ მას მხოლოდ კარგი უნდა ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი მიმოწერა და მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და მასთან მიმართებაში, ყველაფერი რიგზეა.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი