„ივანიშვილის წინააღმდეგ აქციის გამართვას აზრი არ აქვს. კონსტიტუციით ის არაფერზე აგებს პასუხს და შესაბამისად, აქციაც უშედეგო იქნება. ამასთან, ივანიშვილის სიმბოლური ფიგურის წარმოჩენით პასუხისმგებლობისაგან გავათავისუფლებთ კონკრეტულ პირებს, ვინც „ცენტრ-პოინტი” გაძარცვა და საკუთარი ან თანაგუნდელის დანაშაულის კვალის დასაფარავად, მაია და გუკა მიიტანა ხელისუფლების სამსხვერპლოზე: ყველაზე პატიოსანი, კეთილი, განათლებული ადამიანები, ვინც ცხოვრება დაუთმო სხვის დახმარებას.
ამიტომაც, ჩვენი პროტესტი კონკრეტულია: ხელისუფლებამ სასწრაფოდ დააბრუნის ნაძარცვი ქონება იმის მიუხედავად, რომელი პრეზიდენტის დროს მოხდა ეს დანაშაული: დაუბრუნდეს “ცენტრ-პოინტს” 4 მლნ.$ პუშკინის ქ.N17 მიტაცებულ ნაკვეთში, 4 მლნ.$ ნინოშვილის ბაზრისათვის, 4 მლნ.$ სააკაძის 1-2 კორპუსის მშენებლობის შეჩერებისა და პროექტის გაძარცვისათვის, 2 მლნ.$ თავისუფლების მოედანზე აგებული შენობის კარკასისათვის, 2 მლნ.$ „თათრი მაგნოლიის” ფართების მიტაცებისათვის და ა.შ..

 ამ ქონების მისატაცების დასაფარავად ჰყავთ მაია პატიმრობაში, კომპანიას კი ბოლომდე აკოტრებენ და ათასობით პატიოსან კლიენტს აუბედურებენ. სამწუხაროდ, პატიოსან კლიენტებს და კომპანიას დღეს არა მარტო სახელმწიფო, არამედ თავად ზოგიერთი კლიენტიც ძარცვავს- მათი სია გადაცემულია პროკურატურისათვის, მაგრამ უშედეგოდ.
წარმატებული კომპანიის აქტივების უკანანო მითვისება სისხლის სამართლის დანაშაულია. გაძარცვული კომპანიის დამფუძნებლების მძევლად აყვანა დღეს მხოლოდ საქართველოში ხდება. ხადარკოვსკის დასაჭერად პუტინმა მედვედებს საგანგებო მთავრობის გადაწყვეტილება გამოაცემინა, ჩვენთან კი ვაიპოლიტიკოსებისა და მლიქვნელი ჩინოვნიკის ახირება აღმოჩნდა ამისათვის საკმარისი. საქმეში არსებობს უტყუარი მასალები, რომ „თეთრი მაგნოლიას” მშენებლობაზე დაიხარჯა მთელი შემოსული ფინანსები და ამ უკვე შესახლებული გრანდიოზული შენობის გამო, მაიას და გუკას ციხეში გამომწყვდევა სახელისუფლებო დანაშაულია, ჩადენილი ქართული ეკონომიკის მთლიანად და კერძოდ ცენტრ-პოინტის, მისი დამფუძნებლებისა და პატიოსანი კლიენტების საწინაამღდეგოდ “ _ აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი