ჯგუფ “ბირჟა მაფიას” წევრი მიხეილ მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ამასთან, ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით ჩამოერთმევა საზღვარგარეთის პასპორტი.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებულ მეორე პირს, გიორგი ქებურიას, მის საქმეზე სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, საპატიმროს ქებურიაც დატოვებს.
მთავარმა პროკურატურამ 11 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, ბრალდების მხარე თანახმაა “ბირჟა მაფიას” დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.
გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი