Home ახალი დამატებული ბინძურ პოლიტიკას შეწირული სასულიერო პირები

ბინძურ პოლიტიკას შეწირული სასულიერო პირები

24 second read
0
57

„საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირს საშინელ დანაშაულში ბრალი დასდეს. სქემა ერთია, ყველას არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ, მაგრამ  არც ერთი  ბრალდება ფაქტებით არ დასტურდება“ _ წერს „ინტერფაქტნოიუსი“ და ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მმართველის მიტროპოლიტ სერაფიმესა (ჯოჯუა) და ბერი ექვთიმეს (მაჩაბელ–ხუციშვილი) შესახებ სკანდალურ ამბებს გვიამბობთ.

 „წყარომ ჩვენთან საუბარში განაცხადა,  რომ ბერი ექვთიმეს საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს და ექსპერტიზის პასუხების მიუხედავად ღვთისმსახურს თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. მამა ექვთიმეს ბრალად არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება ედება. რესპოდენტის თქმით, ექსპერტიზის პასუხის შედეგად გაირკვა, რომ ბერს დანაშაული არ ჩაუდენია: – „ბერი ექვთიმე ლახვრის ლოცვას კითხულობდა. მასთან მიდიოდნენ ავადმყოფები. მამა ექვთიმემ ეს ლოცვა წაუკითხა ერთ–ერთ არასრულწლოვან ბიჭს, რომელსაც თურმე თანატოლ ბიჭებთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონია. ბავშვი ამის შესახებ თავად მოუყვა მამაოს და დახმარება სთხოვა. ბერმაც, როგორც შეძლო ისე დაეხმარა, წაუკითხა ლახვრის ლოცვა, აცხო სასწაულთმოქმედი ზეთი და დაადო ლახვარი. ამ ლოცვით მამაო შეეცადა ბავშვი განსაცდელისგან და ცოდვისგან ეხსნა, მაგრამ კეთილი საქმე უკან ცუდად შემოუტრიალდა. ბავშვის მშობელმა და ოჯახის წევრებმა ბერს უჩივლეს. ბერი ექვთიმე 2015 წლის 4 ივლისს პოლიციამ დააკავა. დაინიშნა ექსპერტიზა და გაირკვა, რომ ბიჭს ტანზე ლოცვის დროს წასმული ზეთის კვალი აღმოაჩნდა და სხვა არანაირი ძალადობის ნიშანი არ აღენიშნებოდა. კონკრეტულად არ დამტკიცდა ის, რაშიც მამაოს ბრალს სდებენ. როგორც მე გავიგე, თავად იმ ბიჭის დედასაც უთქვამს, თუ როგორ შეაცდინა სამების ეკლესიის სტიქაროსანმა. ამ ბავშვის დედისთვის სამების ეკლესიის სტიქაროსან სერგოს უთქვამს, რომ ვითომ მამა ექვთიმემ მის შვილზე  იძალადა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სტიქაროსან სერგოს ჩვენება არ მიიღო,  ის   ფსიქიკურად არის დაავადებული და ამის შესახებ ოფიციალური ცნობაც არსებობს. მამა ექვთიმეს სამების ეკლესიაში ჰქონდა კელია და ეს ბავშვი მამაოს სწორედ ამ სტიქაროსანმა სერგომ გააცნო.
   დარწმუნებული ვარ დრო გავა და სიმართლე გაირკვევა, მამა ექვთიმეს უდანაშაულობა დამტკიცდება. მაგრამ სანამ სიმართლე დადგინდება, მანამდე მამა ექვთიმეს ციხეში ყოფნა ძალიან გაუჭირდება. წარმოიდგინეთ, როგორია საშინელი ტყული დააბრალეს და ეს ტვირთი ზიდოს ავადმყოფმა, თან ასაკში მყოფმა ადამიანმა?!
მინდა, მივმართო სასულიერო პირებს და საპატრიარქოს: დაუდექით გვერდში ბერ ექვთიმეს და დაეხმარეთ მას უდანაშაულობის დამტკიცებაში. მამა ექვთიმეს არანაირი ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, რომ კარგი ადვოკატი აიყვანოს და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. სიმართლე იცის მხოლოდ უფალმა, თუმცა დღეს ვის აქვს ღვთის შიში? ღვთის ანაბარა დარჩენილი ბერი ექვთიმე ბინძური ცილისწამების მსხვერპლია და პატრონი გამკითხავი არავინ არ ჰყავს.
ერთხელ ერთ მამაოს ვუთხარი, რომ ბერ ექვთიმეს გვერდით დაუდექით, მას ყველაფერი საგანგებოდ მოუწყვეს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაათქო. ახდა ჩემი ნათქვამი, იგივე მოხდა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში, მიტროპოლიტ სერაფიმსთან მიმართებაშიც. მასაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალს სდებენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ იგივე ჯგუფის ნამოქმედარია, რომელიც ბერ ექვთიმეს დაუპირსპირდა და ღვთისმსახური გაწირა. დარწმუნებული ვარ, ბინძური ცილისწამებაა. მეუფე სერაფიმეს კარგად ვიცნობ. ღვთის მოშიში და უკეთილშობილესი ადამინია. აშკარაა, რომ მასაც მოუწყვეს. შემდეგი იქნება ეკლესიის სხვა მსახური ანუ ის, ვინც ღვთის, ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულია და ამ ბინძური სქემის, ცილისწამების შემთხვზელ ჯგუფს თვალში არ მოსდის. მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ეკლესია დიდი ნდობით სარგებლობს. ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ ინსტიტუტს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უცხადებს ნდობას. ცხადია, რომ აშკარად იკვეთება პოლიტიკური ინტერესები. არ არის გამორიცხული, პოლიტიკოსების რაღაც დაჯგუფება და ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთობლივად მოქმედებდნენ და გეგმაში ჰქონდეთ, თავიანთი მოკავშირე ავიდეს საპატრიარქო ტახტზე. ალბათ, ამ ყველაფრის მოწყობა გარკვეულ პოლიტიკურ დაჯგუგებას სჭირდება ძალაუფლების მოსაპოვებლად. ისინი ეკლესიის დახმარებით შეძლებენ ხალხის ადვილად მართვას, მაგრამ უფალი არ დაუშვებს საქართველოს ეკლესიის დანგრევას და ამ სიბინძურის ავტორები გამოაშკარვდებიან.” – განუცხადა „ინტერფაქტნიუსს” რესპოდენტმა.
რაც შეეხება მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში ამ საკითხზე დაპირისპირება დღემდე გრძელდება. ცნობილია, რომ ადამიანთა გარკვეულმა წრემ, მღვდელმსახურს, საშინელ დანაშაულში – პედოფილიასა და არასრულწლოვანი გოგონას მიმართ   გარყვნილ ქმედებაში  დასდო ბრალი. მეუფე სერაფიმემ ეპარქია ჭორის გავრცელებისთანავე დატოვა და ათონის მთაზე წავიდა.
მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიიდან წასვლის შემდეგ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად გაამწესა. თუმცა, ამ  ეპარქიის  მღვდლებმა  ღია საპროტესტო წერილი გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან  ასეთი  ბრალდებით  სხვა ეპარქიიდან წამოსულ   მეუფეს.  ამის  შემდეგ  მეუფე სერაფიმემ საპატრიარქოს  შეთავაზებაზე უარი განაცხადა.  “ჩემი სურვილია დავრჩე ათონის მთაზე, ერთი რამ მინდა განგიცხადოთ, შინაურულად, მე რომ ცოცხალი ვარ, მადლობა შესწირეთ უწმიდესს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც ვიცოდი ბავშვობიდან, რომ ჩვენი უწმიდესი არის ცოცხალი წმინდანი”,თქვა მეუფე სერაფიმემ.  ბორჯომისა და ბაკურიანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა  მეუფე სერაფიმეს  გულშემატკივრობს.  რეგიონის მრავალათასიანი მრევლი აპირებს ეპისკოპოსი დაიცვას და თბილისში, სამების საკთედრო ტაძრისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყოს.
„ინტერპრესნიუსი“ ჩვენი, „euronews.ge-ს გამოქვეუნებულ სტატიაზეც საუბრობს:

„ევრონიუსმა” ადგილობრივებთან საუბრის დროს ისეთი დეტალებიც მოიძია, რომლის შესახებაც აქამდე არავის არაფერი უთქვამს. – „მოკლედ, როგორც გვითხრეს, გოგონა, რომლის გამოც ეს დაპირისპირება დაიწყო, ბორჯომის გამგებლის ძმისშვილია. ამით ხაზი გაუსვეს იმას, რომ ამ „საქმეს” პოლიტიკური სუნიც ასდის და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალებით შუქდება. გოგონას დედა კი, რომელმაც სინოდს რუსთავი 2 -ის მიერ გამოქვეყნებული წერილი მისწერა, თურმე ნოტარიუსი ყოფილა. ადგილობრივები ამბობენ, მას რაღაც პრობლემები ჰქონდა თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ, ყველაფერი მოუგვარდაო.
მეუფეს ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ და დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ეს ამბავი მას მაღალი სასულიერო და პოლიტიკური წრეებიდან მოუწყვეს. გოგონას ოჯახი კი მხოლოდ იარაღად გამოიყენეს. ცხადია დაგვაინტერესა, ვინ და რატომ ებრძოდა მეუფე სერაფიმეს, რაზედაც მოკლე პასუხი მივიღეთ, მეუფე პარტიარქის მემკვიდრედ ითვლებოდაო.
თუ კარგად დავუკვირდებით, ამ საუბარში ლოგიკა ნამდვილად არის, თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ის სიმართლეა, ან ტყუილი. ფაქტი ერთია, მეუფესთან დაკავშირებული დაპირისპირება არ ცხრება და უფრო და უფრო მწვავე ფორმებს იღებს. როგორც ჩანს, ესეც ვიღაცას აწყობს, სხვანაირად, სიმართლის გარკვევა არა გვგონია, ასეთი რთული იყოს.” – წერს სააგენტო „ევრონიუსი”.

იმედია, მამა დავით მამალაძის საქმესაც მოეფინება ნათელი. როგორი სასჯელიც არ უნდა გამოუტანოს მას ე.წ. თემიდამ, ხალხის სამსჯავრო მაინც იტყვის მართალ სიტყვას!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *