სერგო ჩიხლაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი :
_ რაც არ უნდა გამართული და ძვირადღირებული სისტემა იყიდონ, ეს ვერ შეამცირებს სასწრაფოს გამოძახებების რიცხვს. ადამიანებს სანამ არ ექნებათ საშუალება, რომ ისარგებლონ გამართული და ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისებით, ოჯახის ექიმის მომსახურებით, ყოველთვის მზარდი იქნება გამოძახებების რიცხვი. რამდენი წელია ვიძახით, რომ მისახედია პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმის პროგრამები?!
უნდა შევეშვათ ცალკეული ღიობების და ორმოების ამოვსებას ჯანდაცვაში. ერთმანეთთან დაკავშირებული და “ფეხაწყობილი” რეფორმების გარეშე ყველა მსგავსი ინიციატივა (თუნდაც თეორიულად გამართლებული) განწირული იქნება ჩავარდნისთვის.
სერიოზული პრობლემაა, როცა ჯანდაცვის მესვეურები ვერ აცნობიერებენ, ან მხოლოდ 5 წლის თავზე აცნობიერებენ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას. და თუ აცნობიერებდნენ და მაინც არაფერი გააკეთეს, ამას სხვა დეფინიცია აქვს უკვე. 5 წლის თავზე არ უნდა საუბრობდეს ხელისუფლება, პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებაზე, მაშინ როდესაც უკვე მილიარდობით ლარია ჩაღვრილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და შედეგები კი სავალალოა მაინც – ასეულ მილიონობით ლარის დეფიციტი ყოველწლიურად, ხარისხის კატასტროფული ვარდნა, ადამიანური რესურსების პრობლემა ჯანდაცვაში და სხვ.

 პირველადი ჯანდაცვა და ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება არის წარმატებული ჯანდაცვის საწინდარი. კიდევ 5 ან 10 წელი ნუ დავიწყებთ ცდას და დაკვირვებებს!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი