ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულებმა, აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს. მათ ამერიკელ მეგობრებს დახმარება სთხოვეს სამართლიანობის აღდგენის პროცესში. აქციას შეუერთდა ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი ზაზა  ხატიაშვილი.

როგორც ვიცით, ომეგა ჯგუფთის სკანდალთან დაკავშირებულ ჩანაწერებში  ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც იყო მოხსენიებული. სწორედ ამ საქმეში იცავს ზაზა ხატიაშვილი ჩხარტიშვილის ინტერესებს. რამდენიმე დღის წინ კი, ადვოკატმა განაცხადა, რომ მათ ჩაატარებინეს ექსპერტიზა ინგლისის ყველაზე პრესტჟულ საექსპერტო ბიუროს, რომელმაც დაადგინა, რომ გავრცელებული ფირები არის დამონტაჟებული და ის არ წარმოადგენს ერთიან ჩანაწერს.

აქციაზე euronews.ge  ზაზა ხატიაშვილს აღნიშნულ საკითხზეც ესაუბრა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი