2016 წლის აპრილში, ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დერეფანში მყოფმა მანდატურმა, ქეთევან ჯაფარიძემ შენიშნა, რომ საკლასო ოთახიდან მოსწავლეები გამორბოდნენ. მათ მანდატურთან ყვირილით მიირბინეს: „ძალიან ცუდადაა“… მანდატური სასწრაფოდ შევიდა საკლასო ოთახში და მე-7 კლასელი მოსწავლე დაინახა, რომელიც იატაკზე, უგონო მდგომარეობაში იწვა.
ქეთევან ჯაფარიძე: „ბიჭს გონება ჰქონდა დაკარგული, სახე გალურჯებოდა, პირიდან ქაფი სდიოდა, არ აღენიშნებოდა არც ერთი სასიცოცხლო ნიშანი. დაუყოვნებლივ გამოვიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ დრო არ ითმენდა, თავად უნდა მემოქმედა. მას ადგილზე ჩავუტარე პირველადი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი“.
ბევრი მცდელობის შემდეგ, მანდატურმა მოსწავლის გონს მოყვანა შეძლო. როცა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრებოდა.

კომენტარები
Загрузка...