,,საზოგადოებამ ხელისუფლების ნდობა დაკარგა” – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესო შენგელიამ გადაცემა ,,პრიორიტეტში” ,,ქართული ოცნების” 5 წლიან სახელისუფლებო მოღვაწეობაზე საუბრის დროს განაცხადა:

,,მინდა შევაფასო ქართული ოცნების 5 წლიანი სახელისუფლებო მოღავაწეობა. ბევრი ადამიანისთვის ეს გახლავთ ეროვნული ღალატის 5 წელიწადი. მინდა ყურადღება უახლოეს ფაქტებზე გავამახვილო. ჩვენ ვნახეთ, რომ სოხუმში ჩავიდა ლავროვი და გახსნა რუსეთის ფედერაციის საელჩო, რაზეც ხელისუფლება ხმას არ იღებს. ვნახეთ, ცერცვაძის დაკავების ამბავი და მისი ისე გაშვება საქართველოდან, რომ იგი არ გააფრთხილეს. ვნახეთ ვეტერანის საქმე, რომელიც პირდაპირ რუსეთი ფედერაციას გადაცეს, რადგან ინფორმაციამ საქართველოდან გაჟონა. ვნახეთ, როგორ ებრძვიან და აკნინებენ ქართულ ჯარს. ვნახეთ, როცა მოდიოდა ქართული ოცნება სამართლიანობის აღდგენის სახელით, როცა დაპირებებს გვეუბნებოდა.. ეს იყო ტარიფების განახევრება, უფასო კრედიტები, იპოთეკარების ვალის გადახდა, ხუთი მილიონი ყველა სოფელს, პენსია 230 ლარი და ამის ნაცვლად რა მივიღეთ?

ჩვენ მივიღეთ ბარბარე რაფალიანცის მკლელობა, ეროსი კიწმარიშვილი მკვლელობა, ოთხოზორიას მკლელობა. ჩვენ მივიღეთ ის, რომ დაკარგული ტერიტორიები კიდევ და კიდევ იწევს, ღობე გადმოდის და მოემართება ავტობანისკენ და ამაზე ხმას არ იღებს საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა შენგელიამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი