აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს, რომელიც ორშაბათ საღამოს ბერმუდის სამკუთხედის ზონაში დაიკარგა.

ორძრავიანი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოდან ფლორიდაში მიფრინავდა, მოულოდნელად გაქრა რადარებიდან.

თვითმფრინავის ბორტზე 40-40 წლის ცოლ-ქმარი და მათი  4 და 6 წლის ქალიშვილები იყვნენ.

სანაპირო დაცვა აგრძელებს ძებნის ოპერაციას აღმოჩენილი ნაწილებიდან 30 კილომეტრის რადიუსში; სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ერთდროულად მონაწილეობენ  საზღვაო და საჰაერო ძალები.

ბერმუდის სამკუთხედი დღემდე რჩება ატლანტის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ მოვლენად, მას ხშირად უწოდებენ ,,ატლანტიკის სასაფლაოს”.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი