SHARE

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010 წ. დაარსებული ფონდი „ივერიისა“ უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ახორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია. ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბ-ნ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია. იგი გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 12:00 სთ-ზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.

ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები.”

loading...

LEAVE A REPLY