Home საზოგადოება ბარბარესა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბარბარესა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

20 second read
0
313

თურქეთის საავადმყოფოში ბარბარე მოლაშვილისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ,,ევრონიუს“-ს „სიკეთის კვალში“ განუცხადეს, რომ ოპერაცია წუხელ ჩატარდა. პატარა ბარბარეს დედამ თავისი ღვიძლი გადაუნერგა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ადაპტირების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ასევე ამბობენ, რომ ასეთი კატეგორიის ოპერაციებს ხშირად გართულებებიც ახლავს. პაციენტი და დონორი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ასეთ ოპერაციებს ხშირად გართულებებიც ერთვის, თუ პაციენტის ორგანიზმმა დონორის ღვიძლი ვერ შეითვისა, შესაძლოა, სისხლდენაც განვითარდეს.
ფონდი „სიკეთის კვალი“ მადლობას უხდის სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბარბარეს გადარჩენისთვის იზრუნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *