ირაკლი კაკაბაძე:

_ ჩემო საყვარელო ადამიანებო. დღეს, როცა ქვეყანაში უკვე ბევრი ჩვენგანი ამ მდგომარეობაშია – როცა ბანკირებმა და მევახშეებმა შარშან 5 მილიარდი დოლარი გააკეთეს მარტო ფუფუნებისათვის და როცა მილიონამდე საქართველოს მოქალაქე სახლ-კარის გარეშე რჩება, როცა სახელმწიფო მხოლოდ ბანკირების და მევახშეების ინტერესებს იცავს, როცა სახელმწიფო მისი მოქალაქეების სოციალურ უფლებებს უარყოფს და მათ შიმშილით კლავს;
დღეს ყველას გვმართებს, რომ ამ ადამიანებს ხმამაღლა – შეუწყვეტლივ – და მანამ, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება – ბანკირებს, მევახშეებს და მათს დაქირავებულ მთავრობას, ‘ექსპერტებს’ და ყველა სხვა მეხოტბეს გაუჩერებლად ვუკითხოთ დიდი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ეს ყველაზე ადამიანური ნაწარმოები.
დიახ, ბანკირების და მევახშეების რესპუბლიკაში გმირები არ არიან. არიან მხოლოდ უსინდისო ყაჩაღები და მათ მიერ შიმშილით სიკვდილისთვის გაწირული ხალხი. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა;
დიახ, ჩვენ ხმამაღლა უნდა ვუკითხოთ ყველა ამ ადამიანს ეს მოთხრობა, რომ მათში ადრე თუ გვიან ადამიანმა ისევ გაიღვიძოს;
ადამიანი ხომ ღმერთმა საკუთარი სახის მიხედვით გააჩინა – სწორედ ამას გვეუბნება ნიკო ლორთქიფანიძე – და სწორედ ამას ეუბნება ყველა ადამიანს სინდისი;
ჩვენ არც ბოლშევიკები ვართ, არც კაპიტალისტები – არც არანაირი ‘იზმის’ წარმომადგენლები – ჩვენ გვინდა ადამიანები ვიყოთ და ჩვენს შვილებს ადამიანურად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ.

http://4motivi.com/ნიკო-ლორთქიფანიძე-ტრაგე/

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი