სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის დეპუტატი:

“ _  2-0.  რუსთავი 2-ს გეგმა ჩაეშალა ( გამარჯვება სტრასბურგის შეჩერება კი არ იყო – რო იზეიმეს წაგებული ომის მსგავსად, არამედ ის, რომ ვერ წამოაგეს ხელისუფლება; და იმედის მსგავსად მათ არც შეუჩერებიათ, არც დაუშლიათ და საერთოდ არაფერი უმოქმედიათ უზენაესი სასამართლოს განაჩენის შედეგად….

ამ დროს კი რ-2-ის შეგირდები ყველა უცხოელებს აფრთხილებდნენ კულარულად, რომ მზადდებოდა ღამით თუ დილით 8 მარტსვე შევარდნა.
გუშინ ღამით ბათუმის გეგმა ჩაეშალათ. თუმცა ყველაფერი მზად იყო: ჯერ საზოგადოებრივი, მოულოდნელი პროტესტი (რომელ და ვისი მოქმედებით გამოწვეული ეს სერიოზულად გამოსაძიებელია, თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტების შიგნით) და შემდეგ, სრულიად უცხოდ საქართველოსთვის, ორგანიზებული ვანდალიზმი (1989 წლიდან რომ არ გვინახია. 2009 წელს ჩვენი ასდღიან აქციების ბოლოს ვწერდი კიდევაც, თუ როგორი მშვიდობიანი უნდა იყოს ერი, რომელსაც ამდენი ძალადობის მიუხდავად, არც ერთი მანქანის შუშა თუ ვიტრინა არ ჩამოელეწავს).

 აქაც გამზადებულ ხაფანგში არ/ვერ ჩაითრიეს ხელისუფლება : ახალგაზრდების დარბევა, ნაციონალების უკვე გამოცხადებული სოლიდარობა (თბილისის, რუსთავის ქუჩებში), თურქეთის საზღვარზე დესტაბილიზაციით აპელირება და მსოფლიო თანამეგობრობისთვის მიმართვების დაგზავნა! მთელი ღამე კი ეძახეს სამართალდამცველებს უნიათონი, სიტუაციას – უმართავი, მაგრამ დარბევაზე და გადამეტებულ ძალის გამოყენებაზე ვერ აიყოლიეს. ორივე შემთხვევაში თუნდაც გათვლა იყო შიდა უკმაყოფილების მაშტაბურ პროტესტად ქცევა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ ქვეყნის დისკრედიტაცია.

ამ ყველაფერზე ოპოზიცია და მისი რუპორები ( მართლაც ლუსტრაცია) წავიდნენ ღიად ! ბათუმის ღამის ხანძრების შუქზე ბევრი რამ გახდა ნათელი …

მესამე რაუნდი ეხლა იწყება : როგორ მოერევა ხელიუფლება ამ ახალ გამოწვევას? გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად ( ამდენი დაუსრულებელი გამოძიების ფონზე! ამდენი ჩაბუდებული დივერსანტი სახელმწიფო სტრუქტურებში), მტკიცებულებები ისეთი დონის იყოს, რომ გარეთ და შიგნით უპასუხო კითხვები არ უნდა დარჩეს და ყველა ისე დაისაჯოს, როგორც ეკადრება სახელმწიფოს….

თუმცა ვერ უნდა გადაიყვანონ, რაც არ უნდა ამას საზოგადოების შეურაცხყოფილი ნაწილი – და გასაგებად- ითხოვდეს, სამართლებრივ ჩარჩოს გარეთ.
და ეს იქნება 3-0!“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი