ბათუმში, ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია “euronews” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ,მამაკაცი გუშინ მდინარე ჭოროხში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა. ცხედარი ზღვამ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.

მიშკა ძიძიგური

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი