ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანაში ბრალდებული ცოლ-ქმარი დამნაშავედ ცნო. ვასილ ახალაიას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის ცოლს, ემა კვირტიას კი 5 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრა.
 როგორც „euronews.ge“-ს ცოლ-ქმრის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, მოხდა წარდგენილი ბრალის აღიარება და გაფორმდა საპროცესო გარიგება.
 შეგახასნებთ, რომ ზუგდიდში სამართალდამცაველებმა ცოლ-ქმარი საკუთარი სახლიდან 28 მაისს აიყვანეს. გატაცებული ბავშვის დედის თქმით, შვილმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა. თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ბავშვი სახლიდან იმიტომ წაიყვანეს, რომ მიეხედათ.
ცოლ-ქმარს ბრალი სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდება ედებოდათ, რაც 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მიშკა ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი