მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ დღეს აპელაციაში გვქონდა დაზარალებულების პროცესი, სადაც ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება (კარვის გაშლის აღკვეთა) იქნას ცნობილი უკანონოდ და დაზარალებულებს მიეცეთ კარვის გაშლის შესაძლებლობა მთავარ პროკურატურასთან.

ჩვენ ვდაობთ, რომ აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ კანონი და შსს-ს ქმედება იყო კანონშეუსაბამო, არ არსებობდა უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი და შსს ვერც იმას ასაბუთებს, თუ რა სიკეთე გადაარჩინა ამ უფლებაში ჩარევით და მისი შეზღუდვით. გადაწყვეტილებას პარასკევს გამოგვიცხადებენ, ვნახოთ რას იზამს სასამართლო.

საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები – მანანა ჩოხელი, ნინო ქადაგიძე და ლევან მურუსიძე.

    რედაქციისგან:

ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულებს პროკურატურასთან კარავი არ დაადგმევინეს. ეს ფაქტი მათ გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. დღეს კი, დაზარალებულთა საჩივარი განიხილა აპელაციამ, მურუსიძის შემადგენლობით.

შეგახსენებთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, ლევან მურუსიძე ოდიოზურ ფიგურად ითვლება. როდესაც მას, კიდევ ერთხელ ირჩევდნენ მოსამართლედ, უფლებედამცველებმა იუსტიციის საბჭოს წინ აქციები გამართეს და მოითხოვეს, მურუსიძე სასამართლო სისტემისთვის მოეცილებინათ. მიუხედევად ამისა, მურუსიძე კვლავ გახდა მოსამართლე და ის, ახლა, სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ მურუსიძე იმიტომ შეინარჩუნა, რომ ის არის კარგი შემსრულებელი და მათ პოლიტიკურ დაკვეთებსაც ისევე უპრობლემოდ შეასრულებს, როგორც ამას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროსო. ნიშანდობლივია ის, რომ ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულების საქმე სწორედ მას მიანდეს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამჯერად ლევან მურუსიძე და როგორ სამართალს დააყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი