ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თბილისში სკოლის მოსწავლეების მიერ თვითდაზიანებების მიყენება ე.წ. სასიკვდილო კომპიუტერულ თამაშს არ უკავშირდება

 

“მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. არანაირი თამაში არ არის, ეს ბავშვების თვითდაზიანებაა, რომლის პრევენციასაც ვაკეთებთ. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას”, – განაცხადა მინისტრმა.

 

31 მაისს, თბილისში თვითდაზიანება შვიდმა მოსწავლემ მიიყენა, რაც, შესაძლოა, ინტერნეტში გავრცელებულ საშიშ თამაშს უკავშირდებოდეს.

 

ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე გამოკითხეს, რომელთა ასაკიც 13-14 წელია. გამოკითხვის მიზეზი მათ სხეულზე აღმოჩენილი ნაკაწრებია, რომლებიც ოთხმა გოგომ და სამმა ბიჭმა თვითონ მიაყენეს საკუთარ თავს.

 

დაზიანებები ბავშვების ხელებზე სკოლის მანდატურმა შენიშნა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი